LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ვითარება გართულებულია

327
ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ვითარება გართულებულია. სააგენტოს დირექტორის, რაფაელ გროსის განცხადებით, კავშირი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების კონტროლის სისტემებთან, საიდანაც სააგენტო მონაცემებს დისტანციურად იღებდა, შეწყვეტილია.

გროსის განცხადებით, უკრაინულმა მხარემ აცნობა, რომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხო მართვის უზრუნველსაყოფად, სულ უფრო აქტუალური და მნიშვნელოვანი ხდება დაახლოებით 210 ტექნიკური და უსაფრთხოების პერსონალის შეცვლა, რომლებიც ქარხანაში მუშაობენ მას შემდეგ, რაც ქალაქში რუსეთის ჯარები შევიდნენ.

ატომურ ელექტროსადგურზე ისევ ის ცვლა მუშაობს, რომელიც ქალაქში რუსეთის ჯარის შესვლის დროს იმყოფებოდა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, ტექნიკური და უსაფრთხოების თანამშრომლების მდგომარეობა დღითი დღე უარესდება და მათ არ აქვთ წვდომა საკვებზე, წყალსა და აუცილებელ მედიკამენტებზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სააგენტოს დირექტორმა გროსიმ შეშფოთება გამოთქვა და ძალებს, რომლებიც რეალურად აკონტროლებენ ადგილს, სადაც ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, ბირთვულ ობიექტებში მომუშავე პერსონალს უნდა შეეძლოს დასვენება და მუშაობა ცვლაში, რაც აუცილებელია საერთო ბირთვული უსაფრთხოებისთვის.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმაც. მან აღნიშნა, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ დაკარგა ელექტროსადგურის მონიტორინგის სისტემებთან კავშირი და არავის აქვს ინფორმაცია, რა ხდება სადგურის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რომელიც მთელი რეგიონისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

magti 5g