ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, PSP-მ საახალწლო ნახატების კონკურსი გამოაცხადა. მომხმარებლების ჩართულობისა და წახალისებისთვის PSP არა ერთ საინტერესო აქტივობას ახორციელებს. თითქმის მუდმივად მიმდინარეობს საბავშვო ფოტოების კონკურსი, რომლის გამარჯვებულიც ერთი თვით PSP-ს ბავშვთა თვის აქციების სახე ხდება და საჩუქრები გადაეცემა.
„ბედნიერი ახალი წელი“ – არის კონკურსი, რომელშიც ოჯახის სხვადასხვა ასაკის წევრები ბავშვებთან ერთად, საახალწლო თემატიკაზე ნახატებს ქმნიან და PSP-ში აგზავნიან.
„თუ გინდათ თქვენი ოჯახის მიერ შესრულებული ნახატი სრულიად საქართველომ იხილოს და თქვენი ქალაქის სხვადასხვა უბანში PSP-ს აფთიაქის ვიტრინებზე იხილოთ, შექმენით ოჯახური ნახატი თქვენს პატარებთან ერთად, გამოგვიგზავნეთ ფოსტაზე: [email protected] 5 ნოემბრის ჩათვლით და დაელოდეთ ჟიურის წევრების გადაწყვეტილებას. სათაურის ველში მიუთითეთ „ბედნიერი 2019“. ნახატი სასურველია იყოს შავ-თეთრი, მარტივი, კონტურული, ფანქრით ან კალმით შესრულებული. საუკეთესო ნამუშევრების ელემენტებით PSP-ს აფთიაქების ვიტრინები გაფორმდება და ავტორები დასაჩუქრდებიან.
ჰიგიენისა და კოსმეტიკის პროდუქციის ფართო არჩევანი, პროფესიონალი ფარმაცევტები და კონსულტანტები, მოხმარებელზე ორიენტირებული „უფრო მეტი ვიდრე აფთიაქი“ – ეს PSP-ს აფთიაქია. PSP-ს 220 აფთიაქი საქართველოს ყველა კუთხესა და დედაქალაქის ყველა უბანში მომსახლეობას მხოლოდ გარანტირებული ხარისხის 60000-ზე მეტი სახეობის პროდუქციას სთავაზობს,“ – აცხადებენ PSP-ში.