უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვაში რუს სამხედროებს მიმართავს.
„რუსო სამხედროებო – თქვენ გაქვთ გადარჩენის შანსი. თითქმის ორი კვირის განმავლობაში ჩვენმა წინააღმდეგობამ განახათ, რომ არ დავთმობთ ჩვენს მიწას, რადგან ეს ჩვენი სახლია, ჩვენი ოჯახებია, ჩვენი ბავშვებია.
ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი მიწისთვის, სანამ პასუხს არ გაგებინებთ მოკლული ადამიანებისთვის, მოკლული ბავშვებისთვის. თქვენ კვლავ შეგიძლიათ გადარჩენა, თუ დატოვებთ უკრაინას.
არ დაუჯეროთ თქვენს გენერალებს, რომლებიც გეუბნებიან, რომ კვლავ გაქვთ შანსი უკრაინაში. არაფერია აქ თქვენთვის. თქვენი გენერლები უკვე ხვდებიან ყველაფერს. გვჭირდება, რომ დავასრულოთ ეს ომი. უნდა დავუბრუნდეთ მშვიდობას.“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა უკრაინელი სამხედროების შესახებ და აღნიშნა, რომ მათ აღჭურვილობასთან ერთად მოწოდების სიმაღლეზე მყოფი ადამიანები ჰყავთ:
“მათ მაქსიმუმ, მხოლოდ აღჭურვილობა აქვთ. ჩვენ კი აღჭურვილობასთან ერთად გვყავს ადამიანები, რომლებიც მოწოდების სიმაღლეზე არიან.
მათ აქვთ მხოლოდ ბრძანებები: შეტევა, მოკვლა, დაცინვა. ჩვენ ასევე გვაქვს მილიონობით უკრაინელის რეალური სურვილი, გაიმარჯვონ, დაიცვან თავი, გაასუფთავონ თავიანთი სახელმწიფო.”
ზელენსკის სიტყვებით, “დედამიწაზე არ არსებობს კუთხე , სადაც არ იციან, რა გმირობით იცავს უკრაინელი ხალხი მშვენიერ მიწას”.