LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთიდან და ბელორუსიიდან ე/წ დევნილები, ერთი-ორი თვე გადაგიხდიან ბინის ქირის საფასურს, პარალელურად მიიღებენ ე/წ “ტურისტი-დევნილის” სტატუსს და მერე, არც ბინის ქირას გადაიხდიან და ვერც გამოასახლებთ: მიხეილ რამიშვილი

14115
mikheil-ramishvili_w_h

ადვოკატი მიხელ რამიშვილი იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც ბინებს რუსებზე და ბელორუსებზე აქირავებს.

“ვინც აქირავებს ბინებს, მესმის არ გვილხინს, გვიჭირს, გვინდა რომ მატერიალურად უზრუნველყოფილი ვიყოთ, მაგრამ ერთი რამ კარგად დაიმახსოვრეთ, რუსეთიდან და ბელორუსიიდან ე/წ დევნილები, ერთი-ორი თვე გადაგიხდიან გასამმაგებულ ბინის ქირის საფასურს, პარალელურად მიიღებენ ე/წ “ტურისტი-დევნილის” სტატუსს და მერე, არც ბინის ქირას გადაიხდიან და ვერც გამოასახლებთ. პოლიცია ვერ დაგეხმარებათ, სასამართლოს თუ მიმართავთ წლები დასჭირდება და პასუხი იქნება უარყოფითი, ხოლო დამატებით ე/წ გაურკვეველი ვადით მასიურად გამოგზავნილ-ჩანერგილ “ტურისტ-დევნილის” უფლებებს დაიცავს, მათი გამომგზავნი ხელისუფალნი, რადგანაც ნამდვილი რუს და ბელორუსს, ოპოზიციონერ-დევნილებს, იჭერენ საკუთარ ქვეყანაში და არ უშვებენ ასე მასიურად სახელმწიფოში, რომლის 20% ოკუპირებული აქვს რუსეთს. ეს მოგვიტანს 1921 წლის ანექსიას 101 წლის შემდეგ 2022 წელს”,-წერს სოციალურ ქსელ ფეისბუქში მიხეილ რამიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g