LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ვერ ასახლებენ ბინის მესაკუთრეები ბინიდან დამქირავებლებს და რა უფლებები აქვს ამ შემთხვევაში მესაკუთრეს – განმარტება

489
BeFunky-collage (57)

რატომ ვერ ასახლებენ ბინის მესაკუთრეები ბინიდან დამქირავებლებს და რა უფლებები აქვს ამ შემთხვევაში მესაკუთრეს, – აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ასოცირებულმა პროფესორმა თამარ კერძაიამ რუსთავი 2-ის დილის გადაცემაში სტუმრობისას ისაუბრა.

კერძაია რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალზე ამახვილებს ყურადღებას, რაც მესაკუთრემ უნდა იცოდეს:

“ბინის მესაკუთრეს შეუძლია მოსთხოვოს დამქირავებელს ბინის დაცლა, შემდეგ შემთხვევებში:

როდესაც დამქირავებელი არ იხდის ბინის ქირას სამი თვის განმავლობაში.

მესაკუთრეს უფლება აქვს დამქირავებელს მოსთხოვოს ბინის დაცლა, თუკი იგი აზიანებს საცხოვრებელ ბინას. შეიძლება ეს იყოს ავეჯი, ან სხვა რამ.

ეს აუცილებლად უნდა იცოდეს ყველამ, ვინც ბინას აქირავებს. ადრე კანონმდებლობაში ეწერა, რომ იმ შემთხვევაში თუ მესაკუთრეს სურდა გაესახლებინა დამქირავებელი მიმართავდა სამართალდამცავებს და ისინი მოახდენდნენ შესაბამის რეაგირებას. დღეს ეს შეიცვალა და ფაქტობრივად ერთადერთი ბერკეტი, რომელიც მესაკუთრეს რჩება არის ის, რომ მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ბინის დაცლა დამქირავებლის მხრიდან.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ჩვენ გვაქვს სამი ინსტანცია: პირველი, შემდეგ გასაჩივრება ერთხელ, გასაჩივრება მეორედ და ეს წლები შეიძლება გაგრძელდეს. ასეთ შემთხვევაში თუკი მესაკუთრე თავშივე სარჩელის შეტანის დროს, დააყენებს შუამდგომლობას, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ მიექცეს აღსრულებაში, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ძალაში შედის და ამ დოკუმენტით აღსრულების ორგანოები არაკეთილსინდისიერ დამქირავებელს გამოასახლებენ. საგულისხმოა კიდევ ის ფაქტი, რომ ამის შესახებ მესაკუთრემ სარჩელში უნდა მიუთითოს, რომელიც სასამართლოში შეაქვს.

გვქონდა ასეთი პრაქტიკა, ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იყო ის მომენტი, რომ როდესაც დამქირავებელი არ იხდის ქირას, მესაკუთრეს უფლება აქვს მისი ნივთები ჩააბაროს მესამე პირს, გაიტანოს სახლიდან. ასევე დებენ ხელშეკრულებაში იმ ნაწილს, რომ თუ დამქირავებელი არ იხდის თანხას მესაკუთრეს შეუძლია შეცვალოს გასაღები.

მნიშვნელოვანია, რომ თუ ქირის გადახდა არ ხდება საბანკო წესით, ყოველი გადახდისას მიღება ჩაბარების აქტი გაფორმდეს. ეს საჭიროა, რადგან მტკიცების დროს მესაკუთრეს გაუმარტივდეს თქმა რა რაოდენობის ქირა მიიღო”, – საუბრობს პროფესორი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები