LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში, ბოლო 1 თვეში ბინის ქირის ფასი 20%-ით გაიზარდა

121
1039CB05-010B-4262-A101-031431B15FF4_w1023_r1_s

2022 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, თბილისში უძრავი ქონების ქირის ფასი 20,1%-ით გაიზარდა – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას TBC Capital ავრცელებს, რომელმაც განახლებული კვლევა გამოაქვეყნა.

ამავე კვლევის მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში, ბინის ქირის ფასის ზრდამ 48,4% შეადგინა. საშუალოდ, ერთი კვადრატულის დაქირავება მარტში 7,1 დოლარი ღირდა.

რაც შეეხება გასაყიდი უძრავი ქონების ფასებს, TBC Capital-ის ინფორმაციით, ისინი 2022 წლის მარტში, გასულ წელთან შედარებით, 3%-ითაა გაზრდილი, თებერვალთან შედარებით კი 6%-ითაა შემცირებული. მარტში დედაქალაქში კვადრატული მეტრი უძრავი ქონების ფასი საშუალოდ 838 დოლარი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები