მომღერალი გიროგი სუხიტაშვილი მუდამ აქტიურია თავისი სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირებისას. ახლაც აქვეყნებს მორიგ სტატუსს, სადაც ქართული საზოგადოების შესახებ წერს:
„ეს ხალხი, რომელიც ერთი მხრივ ინდურ და თურქულ სერიალებზე ზის, რომელიც საკუთარ მომავალს გადატრიალებულ ყავის ჭიქას ანდობს, ხოლო მეორე მხრივ მტკიცებით ფორმაში განიხილავს მსოფლიო გეოპოლიტიკას, ოვალური კაბინეტის საუბრებს, კრემლის მიზანს და ზელენსკის, როგორც ამერიკულ პროექტს.
ხალხი, რომელიც კრიპტო ვალუტის მოპოვების შეჩერების პირობას ხატზე დაფიცებით დებს.
ხალხი, რომელიც ნამახვანჰესს, ძირითადად, თურქეთის ზიზღით აპროტესტებდა, დღეს რუსეთის შემოჯლიგინებას მშვიდად უყურებს.
ჩვენ ვართ ეს ხალხი და მერე გვიკვირს, ერთი პირი რატომ ვერ შევკარით ვერაფერზეო…
ხალხო, შეგვიძლია ერთად დგომა, უბრალოდ, ფარისევლობა მოვიშოროთ და შევთანხმდეთ იმაზე, რომ განათლება და პატრიოტიზმი ერთმანეთს ხელს არ უშლის…
P.S. შორს არაა ის დრო, როცა რუსეთი ფსკერზე დაეშვება, ჰოდა, ვეცადოთ, არ ჩავყვეთ!..
აბა, ჩვენს მრავალეთნიკურ, მრავალფეროვან, ძლიერ და პერსპექტიულ საქართველოს
გაუმარრრრრრრ…….“