LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდარ დუმბაძის ,,კუკარაჩას“  მაყურებელი მუსიკალური დრამის სახით რუსთავის თეატრში იხილავს

662
size20345

11,12 და 13 მარტს, 20.00 სთ-ზე, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრის დიდ სცენაზე  რეჟისორი სოსო ნემსაძე ნოდარ დუმბაძის ცნობილი ნაწარმოების ,,კუკარაჩას“ მიხედვით დადგმულ მუსიკალურ დრამას წარმოადგენს.

ახალგაზრდა უბნის რწმუნებულის წარუმატებელი სპეცოპერაცია და შეწყვეტილი სიყვარულის ამბავი, რომელიც 40 წლის წინ დაწერა ნოდარ დუმბაძემ, რუსთაველი მაყურებლისთვის თეატრის დიდ სცენაზე მუსიკალური ვერსიის სახით გათამაშდება.  ახალგაზრდა მარტოხელა ქალის  და ორი რადიკალურად განსხვავებული მამაკაცის სასიყვარულო სამკუთხედი, მის პარალელურად უბნის ახალგაზრდებსა და მათ რწმუნებულთან არსებული სათავგადასავლო ჰუმანურ-აღმზრდელობითი ისტორიები და მეორე მსოფლიო ომის დასაწყისი. საბჭოთა საქართველოში მოგზაურობა დუმბაძისეული იუმორის თანხლებით, მაყურებელს ორი საათის განმავლობაში მოუწევს.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ნაწარმოების ჯერ კინოვერსიად ქცევის და მოგვიანებით არაერთი თეატრალური დადგმისა, აქამდე ,,კუკარაჩას“ მუსიკალურ ვერსიაზე არავის უმუშავია.

,,კუკარაჩა“ არის სპექტაკლი, სადაც მხოლოდ ახალგაზრდა მსახიობები მონაწილეობენ, მეტიც უმეტესობა მათგანი  თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი და მეოთხე კურსის სტუდენტები არიან, რაც  მეტ ელფერსა და დინამიკას მატებს სპექტაკლს. და კიდევ ერთი მოტივი, რის გამოც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, სოსო ნემსაძემ ,,კუკარაჩას“ დადგმა გადაწყვიტა, ეს საიუბილეო წლის რეპერტუარში დუმბაძე-ლორთქიფანიძის მჭიდრო მეგობრობისა და თანამშრომლობის ხაზგასმაა სპექტაკლი ერთგვარი მიძღვნა იქნება რუსთავის თეატრის საიუბილეო წლის ფარგლებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g