LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში ინფრასტრუქტურულ კომპანიებს სერიოზული პრობლემები აქვთ: “შეიძლება ითქვას, რომ უკვე გაკოტრდნენ”

379
ვეფხვაძე

საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მთავრობას მიმართავს და ინფრასტრუქტურული კომპანიების გადასარჩენად ნაბიჯების გადადგმას სთხოვს.

ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ ქვეყანაში ინფრასტრუქტურულ კომპანიებს სერიოზული პრობლემები აქვთ და ისინი, ფაქტობრივად, უკვე გაკოტრდნენ. საკითხზე ვეფხვაძემ გადაცემაში „საქმიანი დილა“ ისაუბრა.

„ძალიან ბევრი ზარი შემოდის ინფრასტრუქტურული კომპანიების მხრიდან. უკვე გაკოტრების პირას აღარ არიან, შეიძლება ითქვას, რომ გაკოტრდნენ, გამომდინარე იქიდან, რაც ბაზარზე ხდება, რა ფასებიცაა. ეს, რაც ახლა ხდება, მარტო სავალუტო კურსით გამოწვეული რყევა რომ იყოს, კიდევ შეიძლება არ ჰქონდეს იმხელა ნეგატიური ეფექტი: ორმაგი ეფექტია – დოლარში საერთაშორისო ბაზრებზე სამშენებლო მასალა ძვირდება და ამას ემატება გაცვლითი კურსით გამოწვეული შოკი“, – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ “საქმიან დილაში”.

მისი თქმით, სიტუაციიდან გამოსავალი ერთია და ეს სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინდექსაციის სისტემის ამოქმედებაა. როგორც ვეფხვაძე განმარტავს, ამა თუ იმ სამშენებლო მასალის გაძვირება სახელმწიფომ უნდა დააკომპენსიროს და პროექტის თანხა შესაბამისად გაზარდოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g