საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი არიუპოლში საავადმყოფოს დაბომბვას ეხმაურება, რომლის დროსაც ბავშვთა და სამშობიარო განყოფილებებიხ დაინგრა და მომხდარს ბარბასობად აფასებს.
მარიუპოლში სამშობიაროს დაბომბვის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 1 პატარა გოგონაა
უკრაინული მხარის ინფორმაციით თავდასხმის შედეგად, 17 ადამიანი დაშავდა.
„არაფერია იმაზე გამანადგურებელი, ვიდრე იმის მოსმენა, თუ რა ბარბაროსული გზით დაიბომბა გუშინ მარიუპოლის სამშობიარო და ბავშვთა საავადმყოფო.
ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით და მკაცრად ვგმობთ ამ ლაჩრულ თავდასხმას დაუცველ, უდანაშაულო მოქალაქეებზე.
ეს სამარცხვინო ხოცვა სასწრაფოდ უნდა დასრულდეს. შეწყდეს რუსული აგრესია“, – წერს დავით ზალკალიანი ტვიტერზე.
It is nothing short of devastating to hear of the barbaric bombing of maternity & children’s hospital in #Mariupol. We #StandWithUkraine & strongly condemn this cowardly attack on defenseless, innocent civilians. This shameful massacre must end immediately #StopRussianAggression
— David Zalkaliani (@DZalkaliani) March 10, 2022
რუსული მხარე კი აცხადებს, რომ მარიუპოლის სამშობიაროს დაბომბვის კადრები „ფეიკნიუსია“.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე