LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკვე უნდა იყოს მცდელობები პირდაპირი კონტაქტი დამყარდეს აფხაზურ და ოსურ საზოგადოებასთან – რა პოლიტიკური ამოცანები აქვს საქართველოს უკრაინაში ომის ფონზე

212
გფნსრ

ომის მე-15 დღეს, უკრაინაში სურათი თითქმის უცვლელია – რუსეთის არმიამ, ინტენსიური დაბომბვის მიუხედავად, ვერ მოახერხა აეღო სამიზნე ქალაქები. უკრაინული მედიის გარდა, ამაზე საუბრობენ ექსპერტები და ანალიტიკოსები საქართველოშიც.

კულმინაციას მალე ვიხილავთ! მოსკოვსა თუ ურალის ბუნკერში! – რას წერს ლაშა ძებისაშვილი ომის დასრულების შესაძლო სცენარზე

უკრაინაში მიმდინარე პროცესების ფონზე, რუსეთისთვის მოვლენათა განვითარების ვერანაირ პოზიტიურ სცენარს ვერ ხედავს ანალიტიკოსი, ნიკა ჩიტაძე და მიიჩნევს, რომ რუსეთის პოზიციების დასუსტება საქართველომ თავის სასარგებლოდ უნდა გამოიყენოს. ამის შესახებ ნიკა ჩიტაძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ისაუბრა.

„ვფიქრობ, რუსეთის დასუსტება საქართველომ თავის სასარგებლოდ უნდა გამოიყენოს, ვინაიდან რუსეთს აღარ შეეძლება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მხარდაჭერა იმ დონეზე, რა დონეზეც აქამდე ახორციელებდა. ვგულისხმობ იმას, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბიუჯეტის 99%-ის ფორმირება რუსეთიდან გადმორიცხული თანხების ხარჯზე ხდებოდა. დღეს ეს რუსეთს გაუჭირდება.

მგონია, რომ უკვე უნდა იყოს რაღაც მცდელობები იმისთვის, რომ პირდაპირ კონტაქტები დამყარდეს აფხაზურ და ოსურ საზოგადოებასთან. შესაძლებელია, ბევრ ადამიანს ჰქონდეს სურვილი გადმოვიდეს ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიებზე. პირველ რიგში, ეს ეხება ახალგორის რაიონსა და გალში ქართულენოვან მოსახლეობას“, – აცხადებს ნიკა ჩიტაძე.

რაც შეეხება რუსეთ-უკრაინის ომსაა და მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარს, ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ რუსეთმა როგორც სამხედრო, ასევე ეკონომიკური წარუმატებლობა განიცადა, რამაც მისი პოზიციების შერბილებაც გამოიწვია.

„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი 200 ათასიანი არმიით იყო წარმოდგენილი, ბლიცკრიგი ჩაეშალა და დღეს, არა მხოლოდ სამხედრო, არამედ ეკონომიკური თვალსაზრისით, მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ვიცით, როგორ ხდება რუსეთიდან კაპიტალის გადინება, 2022 წლის ბოლოსთვის რუსეთი მოკლებული იქნება იმ ფაქტს, რომ ევროპულ ბაზარზე განახორციელოს მნიშვნელოვანი ექსპორტი.

"ფიქრობდა, რომ უკრაინა ადვილი ლუკმა იქნებოდა, მომდევნო 2 კვირა უმძიმესი იქნება" - გაბედავს თუ არა პუტინი ბირთვული შეიარაღების გამოყენებას

გაბოროტებული რუსეთი ეცდება დასაჯოს მშვიდობიანი მოსახლეობა, ორ კვირაზე მეტხანს, რუსეთს უბრალოდ არ ეყოფა იმ რაკეტების რაოდენობა რომელიც საჭიროა ამ ტიპის ომის განხორციელებისთვის, - აცხადებს ანდრო გოცირიძე.

ამ სამხედრო, ეკონომიკური თუ საინფორმაციო წარუმატებლობებიდან გამომდინარე, რუსეთის პოზიცია თანდათანობით იცვლება და რბილდება თავიდან რუსეთის მოთხოვნა იყო დენაციფიკაცია, ფაქტობრივად, უკრაინის სახელმწიფოს მოსპობას აპირებდა. დღეს შეარბილა პოზიცია და საუბრობს იმაზე, რომ უკრაინამ ცნოს ყირიმი, როგორც რუსეთის შემადგენლობაში და აღიაროს დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“. იცვლება მოთხოვნები, შესაბამისად, რუსეთი ნელა, მაგრამ უკან იხევს.

რუსეთი შეეცდება კუდის მოქნევას, თუნდაც ის მუქარა, რომ მან შესაძლებელია გამოიყენოს ბირთვული იარაღი, ესეც კუდის მოქნევის ერთ-ერთი ფაქტორია. ქალაქების ალყაში მოქცევა ვერ მოახერხა და ახლა მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავს, ვერ მოახერხა კიევის სამ დღეში აღება და ახლა დასავლეთს ემუქრება.

ეს არის შანტაჟი. ბუნებრივია, ეს არის სისუსტე და თანდათან ცდილობს დათმობაზე წავიდეს და როგორმე გამოვიდეს ღირსეულად“, – ამბობს ნიკა ჩიტაძე.

ამავე გადაცემაში, ანალიტიკოსი გამოეხმაურა გამომძიებელ რეპორტიორთა გაერთიანება Bellingcat-ის აღმასრულებელი დირექტორის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, რომ შესაძლოა, რუსეთის ფედერაციამ უკრაინასთან ომი „გაყინოს“.

ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ ეს შესაძლებელია, თუმცა არა უახლოეს მომავალში.

„ომის გაყინვა, რომელიც ერთ-ერთი ვერსიაა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, თუმცა ეს არ მოხდება უახლოეს დღეებში. რუსეთი ახლა მაქსიმალურად შეეცდება აწარმოოს მოლაპარაკება უკრაინასთან და დემოკრატიულ საერთაშორისო საზოგადოებასთან, იმაზე რომ ვთქვათ, არ გამოვიყენებ ბირთვულ იარაღს, შევაჩერებთ საომარ მოქმედებებს, ოღონდ აღიარებულ იქნას დონეცკი და ლუგანსკი. თუ ეს არ გამოუვიდა და იმედია, რომ არ გამოუვა, შემდგომში ყირიმს ჩაეჭიდება”, – აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ – რუსეთ-უკრაინის ომი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g