LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯაფარიძე: იქნება მცდელობა, საქართველო სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის იყოს გამოყენებული, სრული სიფხიზლე გვჭირდება

132
ბადრი-2

მცდელობა იქნება, რომ საქართველო სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის იყოს გამოყენებული – სრული სიფხიზლე გვჭირდება, – ამის შესახებ „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რა საფრთხეების შემცველი შეიძლება იყოს რუსული კომპანიების საქართველოში საქმიანობა.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, საქართველოში საქმიანობის უფლება არ უნდა მიეცეს არცერთ იმ პირს, რომელიც დასავლეთის მიერაა სანქცირებული.

ცხადია, ამ დროს, როდესაც ომმა კარზე მოგვიკაკუნა, აუცილებელია პროცესები ზედმიწევნით ფრთხილად იმართოს, ამავდროულად, არ უნდა დაირღვეს ადამიანის ძირითადი უფლებები, შევასრულოთ ვალდებულებები საერთაშორისო საზოგადოების მიმართ, მაგრამ ამავდროულად, უსაფრთხოების აუცილებლობიდან გამომდინარე, პროცესები უნდა იმართოს.

საქართველოში საქმიანობის უფლება არ უნდა მიეცეს არცერთ იმ პირს, რომელიც დასანქცირებულია დასავლეთის მიერ. ცხადია, ეს იქნება სანქციებისთვის გვერდზე ავლის მცდელობა, რაც შესაძლოა დამთავრდეს სანქციების ჩვენს ქვეყანაზე გავრცელებით, ამიტომ გვჭირდება სრული სიფხიზლე. მცდელობა იქნება, რომ საქართველო სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის იყოს გამოყენებული, ეს არ უნდა იყოს დაშვებული“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

რაც შეეხება იმას, რომ ამ დრომდე საქართველოში უსაფრთხოების საბჭო არ შეკრებილა, ჯაფარიძე ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში ინსტიტუციების როლი დაკნინებულია.

ყოველდღიურად ვიკრიბებით პრემიერთან და გავდივართ რისკებს, რა შეიძლება მოჰყვეს ომს – თავდაცვის მინისტრი უსაფრთხოების საბჭოზე

„ქართული ოცნება“ ყოველდღიურად ცდილობს ინსტიტუციების როლი დააკნინოს. თუ ახლა არ შეიკრიბა უსაფრთხოების საბჭო და ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა არ მოხდება, არ იქნება სრული კოორდინირება ხელისუფლების ყველა შტოს შორის, როგორ შეიძლება ქვეყანამ ამ გამოწვევებს უპასუხოს?!

რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ პირობებში ინსტიტუციების როლი დაკნინებულია და ისინი მთელი სახელმწიფოს პარტიით ჩანაცვლებას ცდილობენ, რაც სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g