კურიერის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელ ფეისბუქში პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ რუსთავი2- ის ვებგვერდზე კიბერ შეტევას ახორციელებენ.
“მეორე დღეა უმძიმეს რეჟიმში ვმუშაობთ. ისევ კიბერ შეტევა, ამჯერად ვებ გვერდზე. მართვის პანელზე წვდომას ვერ ვახერხებთ. საიტი პრაქტიკულად პარალიზებულია”, – წერს ნოდარ მელაძე.