LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში მოხალისედ ჩასული დომენიკ მანგო: „საქართველოს ყველაზე ცოცხალი ნაწილი მორბის უკრაინაში!..“

912
დომენიკ მანგო მთავარზე

რუსეთ-უკრაინის ომში მოხალისედ წასული ქართველი ბლოგერი დომენიკ მანგო „ტვ პირველთან“ იმის შესახებ საუბრობს, თუ კონკრეტულად როგორ ეხმარება უკრაინელებს:

„ვინც ჩამოდის უკრაინაში, ყველას აძლევენ ბრძოლის საშუალებას. მე პირადად უფრო მეტად ახლა ლოგისტიკის ნაწილში ვარ, ახლა გვაქვს ასეთი იდეა, რომ საქართველოდან ვეხმარები მოხალისეებს უკრაინაში ჩამოსვლაში. ეს პრობლემა გამოდგა, რადგან საზღვრები არის გადავსებული…

ჩვენ ჩამოვედით ერთი ავტობუსით, მაგრამ ჩვენ გარდა აქ არის ასეულობით ქართველი. ცოტა სევდიანი კი არის… როცა ისინი ბრძოლაში მიდიან, რთულია მათთან დამშვიდობება. მათ აქვთ დიდი გამოცდილება, ჩვენ არ გვაქვს. ბევრი ქართველი ცდილობს აქ ჩამოსვლას. რატომ ქმნის ჩვენი მთავრობა ამ პრობლემას, რომ ვერ ახერხებენ ჩამოსვლას… ამის მიუხედავად, მაინც მოდიან… ოღონდ რაღაც გააკეთონ უკრაინელი ხალხის გადასარჩენად. ყველაზე ცოცხალი ნაწილი მორბის უკრაინაში.

არ ვიყავი მორალურად ის ადამიანი, ბრუტალური, რომელსაც შეეძლო გადაწყვეტილების მიღება და ომში წასვლა. კადრები, რომლებიც დავინახე, როგორ კვდებოდნენ ბავშვები და იბომბებოდნენ უდანაშაულო ადამიანები, ჩემში აღძრა ეს ნაპერწკალი, რატომ უნდა იყო  კომფორტში, როდესაც ფიზიკურად შეგიძლია მათ გვერდით დგომა… აქ ნამდვილად არის ძალის საჭიროება.

ხედავთ კადრებს, კლავენ მოხუცებს, ბავშვებს…“