LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვემიჯნები ინგა გრიგოლიას განცხადებას პოლიტიკოსების შვილებზე.. შეეშვით ბავშვებს“ – დომენიკ მანგო

417
ინგა და დომენიკი

„ვემიჯნები ინგა გრიგოლიას განცხადებას, რომელმაც ისაუბრა იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნების“ წევრებს თავისი შვილები წაყვანილი ჰყავდათ კალათბურთის მატჩზე და ბოლოს გადაიღეს ფოტო,“ – ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა დომენიკ მანგომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

საუბარია ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას მიერ 27 თებერვალს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გაკეთებულ განცხადებაზე, რითაც ინგა გრიგოლია  საქართველოსა და ისლანდიის საკალათბურთო ნაკრებებს შორის გამართულ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის გადამწყვეტი თამაშის შემდეგ, საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ფოტოებს გამოეხმაურა.

ინგა გრიგოლია: „ოცნების“ ტიპებს მინდა მივმართო: სხვებსაც ჰყავთ შვილები!.. მართლა საბჭოთა ცეკა-ს მდივნებივით ნუ იქცევით“

„არ ვეთანხმები ინგა გრიგოლიას და სხვა დანარჩენებს, რომლებიც პოლიტიკოსების შვილებზე აქცენტირებენ, რომ კალათბურთის მატჩზე წაიყვანეს თავიანთი შვილები. მერე რა, რომ გამარჯვებულ კალათბურთელებთან გადაიღეს ფოტო?

პირველ რიგში, მინდა ვიკითხო, რატომ ეხებით ბავშვებს? ბრძოლა არის თქვენი ბრძოლა და შვილებს თავი დაანებეთ. მით უფრო, ინგა გრიგოლიამ კარგად იცის, როგორ ცხოვრობენ პოლიტიკოსების შვილები.

ისინი გამოკეტილები არიან და დაცვის თანხლებით მიდიან სკოლაში. მოწყვეტილები არიან გარე სამყაროს. მათ არ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ სხვა ბავშვებთან ერთად ქუჩაში წრეში ბურთი ითამაშონ. პოლიტიკოსები საკუთარ ბავშვებს კვირაში ერთხელ ხედავენ. მაინტერესებს, რა პრობლემას ხედავს ინგა გრიგოლია, რომ ამ შვილებმა საკუთარი შვილები წაიყვანეს კალათბურთის მატჩზე და ფოტო გადაიღეს. მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ.

უფრო დიდი პრობლემა მგონია, როცა ტელეეთერით გამოდიხარ ჟურნალისტი, რომელსაც მთელი ცხოვრება პოლიტიკოსებთან გაქვს შეხება და ხალხს ახარბებ, რომ სხვის შვილებსაც უნდათ კალათბურთელებთან ერთად ფოტოების გადაღება.

თვითონ ინგა გრიგოლიას შვილიშვილი ბერა ივანიშვილის მონათლულია. ნათესაური კავშირი აქვს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან. ამიტომაც ეს არაეთიკურია. როცა ამ თემას გაიხსენებ, მაშინ იტყვის შვილი რა შუაშიაო – თუმცა როცა სხვის შვილებს ეხება საქმე, მაშინ სრულ განკითხვაში უნდა მოვაქციოთ ის ბავშვები.

დაუშვებელია ასეთი ტიპის საუბარი საზოგადოებაში.

არ არსებობენ „ქოცი“ და „ნაცი“ ბავშვები. ის ბავშვი, რომელიც სადღაც სოფელში თამაშობს, უფრო ბედნიერია, ვიდრე პოლიტიკოსის შვილები, რომლებიც სახლში გამოკეტილები არიან და ეს ძალიან კარგად იცის ინგა გრიგოლიამ.

ან რა არგუმენტია „სხვასაც ჰყავს შვილები“, რატომ ცდილობთ ისეთ კენჭებს გაადინოთ წვენი, რომელსაც არ ედინება? ბავშვებს რატომ სთხოვთ მშობლებზე პასუხს?.. თუ იმის საშუალება ეძლევათ, რომ ისედაც ჩაკეტილები და დაცვის გარემოში გამომწყვდეულები, გამოდიან სახლიდან და სადღაც მაინც შეუძლიათ რამე ახლის ნახვა, იმ მშობლებთან ერთად, რომლებსაც შეიძლება კვირაში ერთხელ ხედავენ?

 

ვემიჯნები ინგა გრიგოლიას განცხადებას პოლიტიკოსების შვილებზე. ბავშვები არ არიან ქოცები და ნაცები! შეეშვით ბავშვებს.

Posted by Domenic Mango on Monday, February 27, 2023

დამერწმუნეთ, სხვისი შვილები შეიძლება იმ გასახდელში ვერ შედიან, თუმცა იმ ბავშვებისგან განსხვავებით ადამიანურად მაინც ცხოვრობენ თავიანთ თანატოლებთან ერთად და ეზოში სხვა ბავშვებთან ერთად წრეში ბურთს თამაშობენ, პოლიტიკოსების შვილები კი ვერც ოცნებებენ ამაზე. ეს ძალიან კარგად იცის ინგა გრიგოლიამ და სხვებმა, რომელიც კენჭს უჭერენ ხელს და ძალას ატანენ წვენის გამოსადენად.

დაანებეთ თავი შვილებს, არ შეიძლება მათი გამოყენება თქვენს ბრძოლაში.“ – ამბობს დომენიკ მანგო.

რა ხდებოდა თბილისი არენაზე, სადაც საქართველომ ისტორიული შედეგი დაწერა – სალომე ღვინიაშვილი ემოციურ კადრებს გვიზიარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები