LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯაფარიძე: აღარ მივიღებ მონაწილეობას რუსთავში საარჩევნო კაპანიაში და მთელი რესურსი უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას მოხმარდება

70
ტჰჯტ

პარტია „ლელოს საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ რუსთავში, შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს და მთელი რესურსი უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას მოხმარდება.

ბადრი ჯაფარიძის განმარტებით, ამ საკითხთან დაკავშირებით მას საუბარი ჰქონდა რუსთაველებთან და მათთან საუბრის შემდეგ მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება.

„როდესაც რუსეთის არმია შეიჭრა უკრაინაში, რა თქმა უნდა, ამ პირობებში რუსთავში შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო პროცესის და კამპანიის წარმართვა შეუძლებელი იქნებოდა. ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ ამ კაპანიაში მონაწილეობა აღარ მიმეღო და „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდე, რომ გადაედო ეს არჩევნები, ვინაიდან, ის რაც ხდება უკრაინაში ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ბრძოლა თავისუფლებისათვის, ეს არის ბრძოლა ჩვენი თავისუფლებისთვისაც.

შესაბამისად, ახლა, ყველას გონება უკრაინელი ხალხის დასახმარებლად არის მიმართული. ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის რესურსი,რომელიც საარჩევნო კამპანიის წარმართვისთვის იყო გათვალისწინებული უკრაინელ ხალხს და მათთვის ჰუმანიტარულ დახმარებას მოხმარდება.

აქედან გამომდინარე, ოფისი, რომელიც რუსთავში საარჩევნო მიზნებისთვის გვქონდა გახდება ჰუმანიტარული დახმარების შეგროვების ცენტრი. პირველი ტვირთი მოვიტანეთ და შესაბამისად, ეს ადგილი უნდა გახდეს სოლიდარობის გამომხატვის ადგილად ჩვენი უკრაინელი დებისა და ძმებისთვის“, – აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

magti 5g