LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავღანეთის ბაზაზე ჩატარებული კენჭისყრის შედეგები 28 ოქტომბერს გახდება ცნობილი – ცესკო

82

დღეს ავღანეთის 2 საარჩევნო უბანზე – (N1 ბაგრამის საარჩევნო უბანი – „ბაგრამის საავიაციო ბაზა” და N2 მაზარი-შარიფის საარჩევნო უბანი – „ბაზა მარმალი”) კენჭისყრის პროცედურა გაიმართა.

არჩევნებში მონაწილეობდნენ საზღვარგარეთ დისლოცირებული საქართველოს შეიარაღებულ ნაწილებში მოსამსახურე საქართველოს მოქალაქეები. საერთო ჯამში ორივე სამხედრო ბაზაზე რეგისტრირებულია 875 ამომრჩეველი.

“აღსანიშნავია, რომ დღეს განხორციელდა მხოლოდ ხმის მიცემის პროცედურა. პროცესის დასრულების შემდეგ საარჩევნო დოკუმენტაცია, მათ შორის კონვერტები, სადაც მოთავსებულია ბიულეტენები, ილუქება და შედეგების დათვლა მოხდება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 28 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ,” – აღნიშნულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ბიულეტინის ფოტო, რომელზეც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იყო შემოხაზული და რომელიც სააკაშვილის თქმით, ავღანეთში მიმდინარე არჩევნებიდან გამოუგზავნეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები