LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული საპროდიუსერო კომპანიები AmericanFilmMarket-ის ლოკაციების გამოფენაზე წარსდგებიან

75

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, 31 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით, ქართული საპროდიუსერო კომპანიები, ლოს-ანჯელესში, მსოფლიო კინოინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიების AmericanFilmMarket ლოკაციების გამოფენაზე წარსდგებიან.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპის კინოგადაღების მოედნის პოპულარიზაციის კუთხით, აღნიშნული გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება კინოინდუსტრიის ხელშეწყობის პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ სტენდი და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება, მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია ე.წ cashrebate მექანიზმის შესახებ.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ გამოფენაზე თავს იყრის 7 000-ზე მეტი კინომწარმოებელი თუ დისტრიბუტორი და 100 000-ზე მეტი კინოინდუსტრიის წამყვანი წარმომადგენელი. პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ სტენდის ქვეშ წარმოდგენილი ქართული საპროდიუსერო კომპანიები, კერძოდ Sarke Studio, Metro Production, 20 steps Productions, Film Asylum და Silk Factory Studio დაინტერესებულ პირებს გააცნობენ საკუთარ სერვისებსა თუ შესაძლებლობებს.

ამასთანავე, ღონისძიების მსვლელობის ფარგლებში ჩანიშნულია შეხვედრები კინოინდუსტრიის ისეთ წამყვან წარმომადგენლებთან, როგორებიცაა: NBC Universal, Disney, HBO, Paramount. ქართულ მხარეს საშუალება ექნება სხვადასხვა მსხვილ სტუდიოს, პროდიუსერსა და ლოკაციის მენეჯერს დეტალურად გააცნოს ქვეყანაში კინოინდუსტრიის მიმართულებით არსებული ვითარება და „გადაიღე საქართველოში“ პროგრამის მექანიზმი“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g