კიევში სარაკეტო თავდასხმის შედეგად თვითმფრინავების მწარმოებელი ქარხანა “ანტონოვი“ დაიბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია Telegram-არხზე ავრცელებს.
წინასწარი ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 7 კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ამასთან, შენობიდან 70-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
ადგილზე სამაშველო ეკიპაჟები მუშაობას ამ წუთშიც განაგრძობენ.