LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუბა კიკაბიძე: „20 წლით ახალგაზრდა რომ ვიყო, აუცილებლად ვიომებდი უკრაინაში!..“

942
buba

ქართველი მსახიობი, მომღერალი, ბუბა კიკაბიძე უკრაინელ ჟურნალისტ დიმიტრი გორდონთან 5 მარტს ჩაწერილ ვრცელ ინტერვიუში უკრაინელებისადმი საკუთარ დამოკიდებულებაზე საუბრობს და აღნიშნავს: „მინდა, ვუთხრა უკრაინელებს, რომ მაქვს შეგრძნება, რომ უკრაინაში ვცხოვრობ, რადგან აქ ყველა თქვენი დროშებით დადის!..

„20 წლით ახალგაზრდა მაინც რომ ვიყო, აუცილებლად ვიომებდი უკრაინაში. ძალიან კარგად ვისვრი. სხვათა შორის, ძალიან კარგად ვთევზაობ და საკუთარ თავს გამოვკვებავდი კიდეც, საკუთარ თავსაც დავიცავდი და უკრაინასაც. ამას მთელი გულით ვამბობ! უკრაინელი ვარ ჩემი გონებით და ომის ამ 10 დღის განმავლობაში 10-ჯერ უფრო მეტად უკრაინელი გავხდი. ძალიან მიყვარს ყველა თქვენგანი, ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, გისურვებთ ბედნიერებას, მშვიდობიან ცხოვრებას სიმღერით და ქვეყნის აღდგენას!..“

ნანი ბრეგვაძე: „გაგიჟებული ვარ პირდაპირ, ასე მგონია, რომ კინოში ვარ…“

რუსეთ-უკრაინის ომის ქრონოლოგიას და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ:  ომი უკრაინაში

magti 5g