LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი დასავლელ ლიდერებს: ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია შევაჩეროთ რუსეთის საომარი მანქანა, სხვაგვარად ისინი თქვენამდე მოვლენ

105
ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა დასავლელ ლიდერებს ონლაინ მიმართა და მათ მეტი მხარდაჭერისკენ მოუწოდა. შეხვედრას, რომელსაც გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა უმასპინძლა, დანიის, ფინეთის, ესტონეთის, ისლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნიდერლანდების, შვედეთისა და ნორვეგიის ლიდერები ესწრებოდნენ.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინის შემდეგ რუსეთის სამიზნე შესაძლოა, ევროპის სხვა ნაწილები აღმოჩნდეს.

“ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია შევაჩეროთ რუსეთის საომარი მანქანა, ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია შევაჩეროთ ადამიანთა მკვლელობა, ამის გაკეთება ერთად უფრო მარტივი იქნება. სხვაგვარად ისინი თქვენამდე მოვლენ.

ჩვენ ყველა ვართ რუსეთის სამიზნეები. დაეხმარეთ თქვენს თავს ჩვენი დახმარებით,“- განაცხადა ზელენსკიმ.

“ამას რუსეთიც არ მოელოდა…” – როგორი იქნება ომის დასასრული

არესტოვიჩი: “ან 2 კვირაში მოვილაპარაკებთ, ან რუსეთს შეტევის მეორე მცდელობა ექნება… ვფიქრობ, კრემლში უკვე ფხიზლდებიან”

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g