LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არესტოვიჩი: “ან 2 კვირაში მოვილაპარაკებთ, ან რუსეთს შეტევის მეორე მცდელობა ექნება… ვფიქრობ, კრემლში უკვე ფხიზლდებიან”

336
BeFunky-collage

ვფიქრობ, მაისისთვის სამშვიდობო შეთანხმება უნდა გვქონდეს, – ეს განაცხადა პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლმა გააკეთა.

ალექსეი არესტოვიჩის თქმით, ომი მაისისთვის უნდა დასრულდეს, რადგან თუკი რუსეთ შეჭრას განაგრძობს, მას რესურსები ამოეწურება.

“ამ მოლაპარაკებებში რუსეთთან მთელი მსოფლიო ჩართულია ან მოვილაპარაკებთ 2 კვირაში ან რუსეთს ექნება მეორე მცდელობა შეტევის, ფაქტობრივად, არ გამოსდით და ამის მერე მოლაპარაკებების მაგიდას დავუბრუნდებით.

ვფიქრობ, რომ კრემლში უკვე ფხიზლდებიან და მეორე წრეზე აღარ წამოვლენ. მით უმეტეს, გვაქვს ინფორმაცია, რომ გიჟები, რომელთაც ეს სურთ, კრემლში მხოლოდ ორია. დანარჩენები კი უკვე ყველაფერს მიხვდნენ”, – აცხადებს არესტოვიჩი.

ომის გაგრძელების მომხრე რუსეთში მხოლოდ ორი ადამიანია – რას ამბობს უკრაინის დაზვერვა

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g