LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახალისო ამბავი ქართული სკოლიდან: “დაგხატავთ, როგორ გეცემათ მეტეორი, მასწავლებელო!..”

1176

პედაგოგი ნინო მესხორაძე ერთი თავის გაკვეთილის ამბავს ჰყვება. ის იმდენად სახალისოა, რომ სოციალურ ქსელებში ვირუსულას ვრცელდება.

გთავაზობთ პოსტს:

“გუშინ ვისწავლეთ ასო-ბგერა “მ”.
ტექსტის წაკითხვის შემდეგ, ბავშვებს ვთხოვე, დაეხატათ მ-ზე დაწყებული საგნები.

ბავშვების მსჯელობა:
მოდით, დავხატოთ ნინო მასწავლებელი. მ-ასწავლებელი მ- გზავრობს მ-ეტროთი… მ-არშუტკით დავხატავ მე…
ჩემი ფიქრები: კი, მაგრამ, მ-ანქანა მ-ერსედესი ვერ გაიმეტეთ ჩემთვის, ბავშვებო, ორივე ხომ მ-ზე იწყება?
ამ დროს დემეტრე ს. :
მასწავლებელო, მე თქვენ უნდა დაგხატოთ, მ-ინდორში რო ხართ, თან მ- წვანეში.
მე: რა კარგია, დემე, და ზევით რა დამნათის მ ასოზე დაწყებული?
ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ (გახარებული სახით)
დემეტრე: დაგხატავთ, მინდორში რო ხართ და ზემოდან მ-ეტეორი გეცემათ!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g