LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომი სამწუხაროდ, დიდხნიანი იქნება, მინიმუმ ერთი წელი – გენერალი ზაზა გოგავა

755
BeFunky-collage (4)

არ მინდა, რომ ჩემი პროგნოზი გამართლდეს, მაგრამ ომი სამწუხაროდ ხანგრძლივი იქნება, ალბათ ერთწლიანი, – ამის შესახებ გენერალმა ზაზა გოგავამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ომი გარდატეხისკენ მიდის და რამდენიმე დღეში უკრაინის შეიარაღებული ძალები თვალსაჩინო უპირატესობას მოიპოვებს. მისივე შეფასებით, პუტინი ახლა დიდი წნეხის საშუალებით ცდილობს სახე შეინარჩუნოს.

“ეს არ იქნება ომი, სადაც დღეების დათვლა იქნება შესაძლებელი. სამწუხაროდ, ეს ომი ამ ფაზაში მიდის. საკმაოდ დიდხნიანი იქნება, ვიდრე რამდენიმე დღე და თვე. ჩემი პროგნოზით, მინიმუმ ერთი წელი იქნება.

ხშირად ვამბობ, ძალიან არ მინდა ჩემი პროგნოზი გამართლდეს, რადგან ყოველი დღე იქნება სასტიკი.

ამ წუთში, ომის ფაზას თუ განვიხილავთ, ოკუპანტ სახელმწიფოს ფაქტობრივად, ომი წაგებული აქვს როგორც პოლიტიკურად ასევე, ბრძოლის ველზე.

ვხედავთ, რომ ოკუპანეტების არცერთი ჩანაფიქრი არ განხორციელდა. მეორე მსოფლიო ომის ტაქტიკით მიმდინარეობს ქალაქების ალყაში მოქცევა. კიევს ისინი ვერ მოაქცევენ ალყაში, ვერანაირად ვერ აიღებენ. ეს ფიასკო ელოდებათ მანდ.

რუსები ახლა გადასული არიან იმაზე, რომ როგორმე ამ ომში ჩაითრიონ ნატო”, – ამბობს გენერალი ზაზა გოგავა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები