LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეგზოტიკა, მზე, კრისტალური წყალი – ბორა-ბორა

450
cover

ეგზოტიკა, მზე, კრისტალური წყალი და სულ რაღაც 30.55 კმ2-ზე გადაჭიმული კუნძული წყნარ ოკეანეში  ყველა პირობას ქმნის გამორჩეული დასვენებისა და განტვირთვისთვის.  ბონ ვოიაჟი ბორა ბორას შესახებ გიამბობთ.

კუნძული საფრანგეთის პოლინეზიას მიეკუთვნება და მის მმართველობაშია, საფრანგეთის პოლინეზიის დედაქალაქ პაპეეტედან 230 კმ-ში.  ბორა-ბორა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტურისტული ღირსშესანიშნაობაა, განთქმულია თავის მდიდრული აკვა-კურორტით. ძირითადი დასახლება ვაიტაპე, კუნძულის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს.  ლოკაციაზე მისასვლელად ყველაზე ახლოს ტაიტის აეროპორტია,საიდანაც გემით მიხვალთ დანიშნულების ადგილამდე. კუნძულზე არ არსებობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. გადაადგილების რეკომენდებული მეთოდია გასაქირავებელი მანქანები და ველოსიპედები. ლაგუნის დასათვალიერებლად შესაძლებელია მოტორიანი ნავის დაქირავებაც.კუნძულზე ძირითადი ვალუტა ფრანკია. ძველ დროში კუნძულს „პორა-პორა-მაი-ტე-პორას“ ეძახდნენ, რაც ადგილობრივ ტაიტურ დიალექტზე „ღმერთების მიერ შექმნილს“ ნიშნავს. როდესაც კუნძული ჰოლანდიელმა მოგზაურმა იაკობ როგევენმა აღმოაჩინა, მისმა ეკიპაჟმა მისი სახელი გაიგო როგორც „ბორა-ბორა“, რას მას შემდეგ შემორჩა კიდეც.

რაც შეეხება კლიმატს ის ერთ ერთი მიმზიდველი ფაქტორია ტურისტებისთვის. მთელი წლის განმავლობაში ტემპერატურა 25-დან 35 გრადუსამდე მერყეობს. ყველაზე პოპულარული ღამის გასათევი ადგილი წყალში გაშენებული კოტეჯებია, საიდანაც მზის ჩასვლისა და ამოსვლის ხილვა საკუთარი საწოლიდანვე შეგიძლიათ. რაც შეეხება გასართობს კუნძული ძირითადად წყლის აქტივობებით გამოირჩევა და ასევე ღია ცის ქვეშ წარმოდგენილი კაფე ბარებით. დივინგის მოყვარულებს წყლისქვეშა სამყაროს საოცარი სანახაობები გელით რაც ნამდვილად არ უნდა გამოტოვოთ.  მოინახულეთ ლაგუნა კანიონით, ლაგუნარიუმის საზღვაო პარკი, ოტემანუს მთა, რომელსაც  ქმნის უძველესი მიძინებული ვულკანი მთის მწვერვალიდან საოცარი ზღვის ხედითა და პეიზაჟით დატკბებით.

ტურისტებისთვის ასევე მიმზიდველ აქტივობას კუნძულის ეგზოტიკური სამზარეულოს გაცნობაა. აქ ფრანგული და ტროპიკული კერძების ნაზავი განსაკუთრებულად პოპულარულია. სცადეთ ახალი ხილით დამზადებული მურაბები, სცადეთ ზღვის პროდუქტები და საოცარი კოქტეილები. აქვე დავამატებ, რომ კუნძულზე სტუმრობა არც ისე იაფი დაგიჯდებათ, ასე რომ ბიუჯეტი წინასწარვე გაითვალისწინეთ. მშვიდობიან და სასიამოვნო მოგზაურობას გისურვებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g