რუსული პროპაგანდისტული საინფორმაციო გამოშვების „ვრემიას“ უცვლელი წამყვანი, ეკატერინა ანდრეევა რამდენიმე დღის წინ ეთერში მომხდარ ინციდენტზე პირველ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, მარიანა ოვსიანნიკოვას ეთერში შევარდნა პროვოკაცია იყო და ის უკმაცრესად უნდა დასჯილიყო.
„ყველაფერს ვხედავდი პირდაპირ ეთერში, შეგნებულად არ მოვიხედე უკან, ვიცოდი, რომ საღებავს შემასხამდა, ოვსიანნიკოვა მოღალატეა“,– ამბობს ანდრეევა.
რუსი ჟურნალისტის თქმით, ოვსიანნიკოვამ უკიდურესი შეურაცხყოფა მიაყენა რუს ხალხს იმითაც, რომ ბანერზე წარწერა ინგლისურად დაიტანა. ანდრეევა მიიჩნევს, რომ მისთვის სასჯელის უფრო მკაცრი ზომა უნდა გამოეყენებინათ.
პუტინის საყვარელი ტელეწამყვანი ეკატერინა ანდრეევა, რომლის ასაკიც რუსულმა მედიამ ვერაფრით გაარკვია