LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პროკრედიტ ბანკი“ რუსეთის მოქალაქეებს და რუსების მიერ დაფუძნებულ კომპანიებს ანგარიშებს არ უხსნის

101
275837237_5495934697132521_7274278508104049213_n

“პროკრედიტ ბანკი” განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ რუსეთის მოქალაქეებს ანგარიშის გახსნაზე უარს ეუბნება.

„ბოლოდროინდელი მოვლენების გამო, გაზრდილია დაინტერესება რუსეთის მოქალაქეებისთვის და რუსეთში დაფუძნებული კომპანიებისთვის ანგარიშების გახსნის თაობაზე. ჩვენი კლიენტების და საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ:

პროკრედიტ ბანკი არ უხსნის ანგარიშებს კომპანიებს, დაფუძნებულს რუსეთის ფედერაციაში, ან იურიდიულ პირებს, რომელთა ბენეფიციარი მესაკუთრეები არიან რუსეთის მოქალაქეები; პროკრედიტ ბანკი არ უხსნის ანგარიშებს ფიზიკურ პირებს მხოლოდ რუსეთის მოქალაქეობით.

პროკრედიტ ბანკი – გერმანული საბანკო ჯგუფი ევროპული ფასეულობებით თანადგომას უცხადებს უკრაინას!“, – ნათქვამია „პროკრედიტ ბანკის“ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები