LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები გამოქვეყნდა

114
საქართველოს ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები გამოქვეყნდა.

ეროვნული ბანკის განცხადებით, ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, სებ-ი „მიმდინარე მაკროეკონომიკურ მიმოხილვას“ და „საფინანსო სექტორის მიმოხილვას“ აგრძელებს.

„როგორც წინა თვეში, ამ ანგარიშშიც საბანკო სექტორის მონაცემები მონეტარული სტატისტიკის მეთოდოლოგიის მიხედვითაა განახლებული. გამოცემების მიზანი ფართო საზოგადოებისთვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობაა.

ივნისის თვის ანგარიშების ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე „პუბლიკაციების“ რუბრიკაში“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები