LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი უკრაინას მარიუპოლის დანებებას სთხოვს და პასუხისთვის ვადას აძლევს

296
Fortuna.ge (94)

რუსეთი უკრაინას მარიუპოლის დანებებას სთხოვს და ამისათვის ვადას ადგილობრივი დროით, 21 მარტის დილის 5 საათამდე უწესებს. 

ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია РИА Новости ავრცელებს:

„დაჟინებით ვითხოვთ ოფიციალურ წერილობით პასუხს უკრაინის მხრიდან ხვალ, ანუ 21 მარტის დილის 5 საათამდე ყველაფერ ჩამოთვლილზე, მათ შორის რუსეთის ფედერაციის ჰუმანიტარულ შემოთავაზებებზე, მარიუპოლელებისა და ქალაქის ინფრასტრუქტურის გადარჩენის სახელით…

კიევის ოფიციალურ ხელისუფლებას მოვუწოდებთ კეთილგონიერებისა და ადრე გაცემული ბრძანების გაუქმებისკენ, რომელიც „ბოევიკებს“ თავის გაწირვას ავალდებულებდა და აიძულებდა „მარიუპოლის წამებულები“ გამხდარიყვნენ“, – ამბობს რუსეთის თავდაცვის მართვის ეროვნული ცენტრის მეთაურის გენერალ-პოლკოვნიკი მიხაილ მიზინცევი.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

რუსული მხარე ასევე ამბობს, რომ უკრაინის დადებითი პასუხის შემთხვევაში, ჰუმანიტარული დერეფანი დილის 10 საათიდან გაიხსნება. სააგენტოს ცნობით, „სამინისტრომ დადო პირობა“, რომ თუ უკრაინელი სამხედროები და უცხოელი მოხალისეები იარაღს დაყრიან და დანებდნებიან, მარიუპოლიდან უსაფრთხოდ გასვლის საშუალება მიეცემათ.

ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენ გვსურს, ვიცოცხლოთ, მაგრამ ჩვენს მეზობლებს სურთ, მკვდარი გვიხილონ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g