უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქნესეთის წინაშე მიმართვაში ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გოლდა მეირის ციტატა მოიყვანა:
„ჩვენ გვსურს, ვიცოცხლოთ, მაგრამ ჩვენს მეზობლებს სურთ, მკვდარი გვიხილონ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა პირდაპირი პარალელი გაავლო უკრაინისა და ისრაელის ისტორიას შორის და თქვა – „ჩვენ მზად ვართ კომპრომისისთვის“.
“თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ხალხს” – ზელენსკიმ ისრაელის პარლამენტს მიმართა