რუსეთის დუმის დეპუტატი ვალენტინა მატვიენკო რუსეთი მოქალაქეებს მიმართავს და მათ მოუწოდებს შაქრისა და წიწიბურას მარაგების შესყიდვისგან თავი შეიკავონ.
„ახლა ყველა თქვენგანის პასუხისმგებლობაა, გაგებით მოეკიდოთ სიტუაციას, არაა საჭირო შაქრისა და წიწიბურას ამ რაოდენობით შესყიდვა, ნუ აგროვებთ, ხოჭოები დაგესევათ. ჯერ კიდევ პანდემიის დასაწყისში იგივე მოხდა და ეს მარაგი გამოგელიათ?“ – ამბობს მატვიენკო „ტასისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
მატვიენკოს თქმით, რუსეთს პროდუქტების საკმარისი მარაგი აქვს. დუმის დეპუტატი დასძენს, რომ პანიკა ასეთ დროს პატრიოტული საქციელი არ არის.