LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერი – საქართველოს ხელისუფლებამ ჯერ ბოდიში მოიხადოს იმაზე, რაც მოხდა, მერე კი შესაძლებელია დიალოგი

199
matvienko saqartveloze

რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტი არ არის, ეს საქართველოს შიდა პრობლემაა, მაგრამ ამ ქვეყნის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რუსეთთან ურთიერთობის გასაწყვეტად. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერმა ვალენტინა მატვიენკომ განაცხადა.

„ის ხელისუფლება, რომელიც დღეს საქართველოშია, ყველაფერს აკეთებს, რომ შეწყვიტონ რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობა. ისინი არ აირიან დამოუკიდებლები. ისინი ამას კარნახით აკეთებენ. ამიტომ, მანამდე, ვიდრე ხელისუფლება არ დაალაგებს ქვეყანაში ურთიერთობას, ვიდრე არ შეწყდება ეს რუსოფობიული ტალღა, რომელიც რადიკალებმა წამოსწიეს, ჩვენ სალაპარაკო არაფერი გვაქვს – ჯერ დაამყარონ წესრიგი ქვეყანაში, ბოდიში მოიხადონ იმაზე, რაც მოხდა, მერე კი შესაძლებელია დიალოგი“ , – განაცხადა მატვიენკომ.

მისი თქმით, რუსეთსა და საქართველოს შორის არავითარი კონფლიქტი არ არის. პროვოკაცია მანამდე დაიგეგმა, რათა წამოწეულიყო რუსოფობიული ტალღა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები