რუსმა ხელოვანებმა, ვლადიმერ პუტინის მისამართით ერთობლივი წერილი გაავრცელეს, სადაც ისინი მოუწოდებენ ქვეყნის ლიდერს, შეწყვიტოს საომარი მოქმედებები უკრაინის ტერიტორიაზე. წერილის ავტორები არიან ოლეგ ბასილაშვილი ალისა ფრეინდლიხი, ევგენი მირონოვი და სხვები… მალევე წერილს 70-ზე მეტი კულტურის სფეროს წარმომადგენელი შეუერთდა.
„ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეებს გვახსოვს, რა არის ომი, ბევრი ჩვენგანის ოჯახის წევრი შეიწირა მეორე მსოფლიო ომმა, ჩვენში ომის მეხსიერება გენეტიკურად დევს და ეს უმძიმესი ტვირთია. მოგიწოდებთ, სასწრაფოდ შეწყვიტოთ საომარი მოქმედებები, დასხედით მოლაპარაკებების მაგიდასთან. პატივი ეცით უმაღლეს ღირებულებებს“, – ნათქვამია ღია წერილში.
რუსმა მომღერალმა გრიგორი ლეპსმა სანქციების გამო 20 მილიონი დოლარი დაკარგა