ბორისპოლის მერი ვლადიმირ ბორისენკო მოქალაქეებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდებს. როგორც ბორისენკომ განაცხადა, ეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მუშაობას გაუმარტივებს.
შესაბამისი განცხადება ბორისენკომ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში გააკეთა.
„მივმართავ სამოქალაქო მოსახლეობას, გამოიჩინონ გონიერება, მიმართონ ჩვენს „ქოლ-ცენტრს“ და შესაძლებლობის შემთხვევაში, გავიდნენ ქალაქიდან. ვისაც არ აქვს შესაძლებლობა, გავიყვანთ, ვისაც აქვს – ორგანიზებულად ავტომობილების კოლონებით შეგიძლიათ გახვიდეთ.
როგორც აჩვენებს იმ ადგილების პრაქტიკა, სადაც ახლა ბრძოლები მიმდინარეობს, რაც უფრო ნაკლები სამოქალაქო საზოგადოება იმყოფება ქალაქში, მით უფრო უმარტივდებათ შეიარაღებულ ძალებს მუშაობა – ამიტომ ახლა ქალაქში ყოფნის საჭიროება არ არის. ბრძოლები უკვე გარშემო მიმდინარეობს.“ – მიმართა მერმა ქალაქის მოსახლეობას.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე
