ბორისპოლის მერი მოქალაქეებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდებს
„მივმართავ სამოქალაქო მოსახლეობას, გამოიჩინონ გონიერება, მიმართონ ჩვენს „ქოლ-ცენტრს“ და შესაძლებლობის შემთხვევაში, გავიდნენ ქალაქიდან. ვისაც არ აქვს შესაძლებლობა, გავიყვანთ, ვისაც აქვს – ორგანიზებულად ავტომობილების კოლონებით შეგიძლიათ გახვიდეთ.“ – მიმართა მერმა ქალაქის მოსახლეობას.
