LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონეთის სეიმმა პუტინი ომის დამნაშავედ გამოაცხადა

85
სეიმი

პოლონეთის პარლამენტმა ყველა სახელმწიფოს მოუწოდა რუსეთს ფედერაციის პრეზიდენტი პასუხისგებაში მისცენ.

პოლონეთის რესპუბლიკის პარლამენტი, სეიმი, მკაცრად გმობს აგრესორი ქვეყნის, რუსეთის მიერ, უკრაინაში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებს. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო დანაშაულების ჩადენის შესახებ დადგენილებაში.

დოკუმენტი აკლამაციით იქნა მიღებული.

ინფორმაციას ამის შესახებ Polskie Radio ავრცელებს

გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინაში ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე და ადამიანის უფლებების დარღვევის ჩადენის შესახებ სეიმის პრეზიდიუმმა მოამზადა.

„პოლონეთის რესპუბლიკის სეიმი კატეგორიულად გმობს ძალადობის გახანგრძლივებულ აქტებს, ომის დანაშაულებს, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, გენოციდის აქტებს, ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევას და საერთაშორისო სამართლის სხვა დანაშაულებრივ დარღვევებს, რომლებიც ჩადენილია სუვერენული უკრაინის ტერიტორიაზე შეიარაღებული ძალების მიერ. რუსეთის ფედერაცია, მოკავშირეებთან ერთად, სამხედრო მეთაურების, პრეზიდენტ პუტინის დავალებით“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

„პოლონეთის რესპუბლიკის სეიმი მოუწოდებს ყველა სახელმწიფოს, რომლებიც აღიარებენ უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და თვითგამორკვევის უფლებას, ყველანაირად მხარი დაუჭირონ სასამართლო პროცესის დაწყებას და წარმართვას იუსტიციის საერთაშორისო სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში. ასევე გამოიყენონ თავიანთი უფლებამოსილება ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციაში, რომლის წევრებიც არიან პუტინის, რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებისა და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მეთაურების პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, ომის დანაშაულებისთვის, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში, სუვერენული უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი გენოციდის აქტები და ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევა“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები