ეპიდემიოლოგიური სურათი უმჯობესდება. გვაქვს მოლოდინი, რომ შემდეგი რამდენიმე კვირა მსგავსი ტენდენცია შენარჩუნდება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც გაბუნია განმარტავს, ეპიდვითარების სტაბილურობის მისაღწევად აქტიური ვაქცინაციაა საჭირო.
“სტაბილური გაუმჯობესება მიიღწევა თუ ჩვენ შევინარჩუნებთ იმუნურ ფენას, ვაქცინაციის გზით მიღებულ იმუნიტეტს გავზრდით” – განაცხადა გაბუნიამ
„ეპიდემიოლოგიური სურათი უმჯობესდება. დღევანდელი შემთხვევების რაოდენობა 600-ზე ნაკლებია. ეს ტენდენცია “ომიკრონის” შემთხვევაში სხვა ქვეყნებმა გაიარეს. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ შემდეგი რამდენიმე კვირა მსგავსი ტენდენცია შენარჩუნდება. ეს არ ნიშნავს, რომ რისკები მთლიანად იხსნება. ევროპის ქვეყნებში ისევ გრძელდება აქტიური აქცენტი ვაქცინაციაზე, იმუნური ფენის შენარჩუნებაზე. სტაბილური გაუმჯობესება მიიღწევა თუ ჩვენ შევინარჩუნებთ იმუნურ ფენას, ვაქცინაციის გზით მიღებულ იმუნიტეტს გავზრდით”,- აღნიშნავს გაბუნია.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 599 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 7 პაციენტი .
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 846 პირი.