LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომის გამო, უკრაინაში 4,3 მილიონი ბავშვი იძულებით გადაადგილებულად იქცა

87
Untitled design (1)

რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ომის ერთი თვის თავზე, უკვე 4,3 მილიონი ბავშვი იძულებით გადაადგილებულად იქცა.

განახლებულ სტატისტიკურ მონაცემებს გაეროს ბავშვთა ფონდი UNICEF აქვეყნებს.

ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, ეს რიცხვი უკრაინაში მცხოვრები ბავშვების სრული რაოდენობის თითქმის ნახევარია ( უკრაინაში სულ 7,5 მილიონი ბავშვი ცხოვრობდა)

იძულებით გადაადგილებული 4,3 მილიონი მოზარდიდან:

?  1,8 მილიონზე მეტი ბავშვი ომის გამო მეზობელ ქვეყნებში გადავიდა და იქცა ლტოლვილად;

?  2,5 მილიონი ბავშვი კი იძულებით გადაადგილებულია თავად უკრაინის ტერიტორიაზე.

“მიმდინარე ომმა გამოიწვია ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და მასშტაბური გადაადგილება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

ეს არის საშნელი ეტაპი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს გრძელვადიანი შედეგები მომავალი თაობებისთვის. ბავშვების უსაფრთხოება, კეთილდღეობა და არსებით სერვისებზე ხელმისაწვდომობა საფრთხეშია საშინელი ძალადობის გამო”, – განაცხადა UNICEF-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კეტრინ რასელმა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

 

ფოტოკოლაჟში გამოყენებულია Associated Press-ის ფოტო
magti 5g