LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარემოს ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაღების მიმდებარედ ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას აგრძელებს

102

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას საბავშვო ბაღების მიმდებარე ტერიტორიებზე ისევ აგრძელებს. სააგენტოს ცნობით, გრძელდება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტი მონიტორინგი ავტომატური სადგურების საშუალებით.

თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში გაიზომა რვა დამაბინძურებელი ნივთიერების კონცენტრაციები. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.

30 ოქტომბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა წერეთლის გამზირზე – 1.3-ჯერ და ვარკეთილში 1.1-ჯერ.

31 ოქტომბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა მხოლოდ წერეთლის გამზირზე 1.1-ჯერ.

1 ნოემბერს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა.

2 ნოემბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე უმნიშვნელო გადაჭარბება დაფიქსირდა მხოლოდ ქ.ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე განთავსებულ ავტომატურ სადგურზე.

3 ნოემბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ქ.ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე – 1.1-ჯერ.

4 ნოემბერს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება ისევ არ დაფიქსირებულა.

5 ნოემბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე უნიშვნელო გადაჭარბება დაფიქსირდა ისევ ქ.ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე.

მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე 1.3-ჯერ და ყაზბეგის გამზირზე 1.1-ჯერ, ხოლო ქ.ბათუმსა და ქ.ქუთაისში 1.1-ჯერ. ამ დღეების განმავლობაში ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალოწლიურ ნორმაზე გადაჭარბება ქალაქ თბილისში წერეთლის გამზირზე 1.4-ჯერ და ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.5-ჯერ, რაც არასრული წვის შედეგად არის გამოწვეული.

ქალაქ თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად გასულ კვირას ჰაერის სინჯები აღებული იქნა ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: უ.ჩხეიძის ქუჩაზე საბავშვო ბაღი N 2, ვაშლიჯვარში საჯარო სკოლა N 158, ბაქოს ქუჩაზე საჯარო სკოლა N 24 და ჩიქოვანის ქუჩაზე საჯარო სკოლა N 14. ჰაერის სინჯები გაიგზავნა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g