ჯულია ფოქსი ცნობილი სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ გახდა. ამის მიზეზი ჰიპ-ჰოპ არტისტთან, კანიე უესტთან ხანმოკლე რომანი გახდა. მას შემდეგ ის არაერთხელ მოექცა საზოგადოების ყურადღების ქვეშ.
ფოტო: კანიე უესტი „პარიზის მოდის კვირეულზე“ ახალ შეყვარებულთან ერთად „ვამპირული ლინზებით“ გამოჩნდა
2022 წლის „ოსკარის“ შემდეგ გამართულ წვეულებაზე ჯულია შოკისმომგვრელი იმიჯით გამოჩნდა, მას Han Kjøbenhavn-ის ტყავის შავი კაბა ამშვენებდა, ვარსკვლავმა „მახრჩობელა“ სამოსს ადამიანის თმისგან დამზადებული ჩანთა შეუხამა.