კანიე უესტისა და ჯულია ფოქსის რომანი სულ ცოტა ხნის წინ დადასტურდა, მას შემდეგ ჰიპ-ჰოპ არტისტი სულ უფრო და უფრო ხშირად ჩნდება ახალ გულისწორთან.
ფოტო: ვნებათაღელვა ლოს-ანჯელესში – კანიე უესტი ახალ შეყვარებულთან ერთად გამოიჭირეს
ამჯერად წყვილი „პარიზის მამაკაცური მოდის კვირეულზე“ იმყოფება. წითელ ხალიჩაზე 44 წლის კანიესა და 31 წლის ჯულიას დებიუტი შედგა. წყვილმა ჯინსის ტანისამოსი მოირგო. მოდის ექსპერტების აზრით, ჯულიას დიდი შანსი აქვს, „მოდის სიმბოლოს“ ტიტული მოიპოვოს. გოგონას ჯინსის შარვალი და ორიგინალური ტოპი ამშვენებდა.
მოგვიანებით ჯულია ელეგანტური „ლუქით“ გამოჩნდა. მას ატმისფერი, ლატექსის კაბა ამშვენებდა და მკვეთრი მაკიაჟი ეკეთა. რაც შეეხება კანიეს, ის მუქი ფერის ტანისამოსში იყო გამოწყობილი და თეთრი, „ვამპირული“ კონტაქტური ლინზები ეკეთა, სწორედ ეს დეტალი გახდა საზოგადოების გარჩევის საგანი.
„დღეიდან მოდაშია ვამპირული თვალები“, „რა საშინელებაა, ის საბოლოოდ შეიშალა“, – წერენ კომენტარებში.