LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ვნებათაღელვა ლოს-ანჯელესში – კანიე უესტი ახალ შეყვარებულთან ერთად გამოიჭირეს

225
Untitledfdfdse

მას შემდეგ რაც კანიე უესტი და კიმ კარდაშიანი ერთმანეთს ოფიციალურად დაშორდნენ, ჰიპ-ჰოპ არტისტს უამრავი რომანი მიაწერეს. თუმცა, კანიეს ახალი სასიყვარულო ურთიერთობა სულ ცოტა ხნის წინ დადასტურდა, 44 წლის უესტი 31 წლის ჯულია ფოქსს ხვდება.

ფოტო: კანიე უესტის ახალი გულისწორი ჰყავს – ჰიპ-ჰოპ არტისტი მომღერალს ხვდება

მანამ, სანამ კანიეს ყოფილი ცოლი ახალგაზრდა ყმაწვილთან ატარებს დროს და პიტ დევიდსონთან ხან ბაჰამის კუნძულებზე ერთობა, ხანაც პიცას მიირთმევს, კანიე უესტი დროს უქმად არ კარგავს.

პატარა ბიჭის სიყვარული ძნელია – 41 წლის კიმი და 28 წლის პიტი პაემანზე ერთმანეთს ვერ წყდებიან

როგორც იქნა, კანიე ახალ მეგობარ გოგოსთან ერთად გამოიჭრეს. წყვილი მეგობრებთან ერთად ლოს-ანჯელესის პრესტიჟულ რესტორანში ვახშმობდა. პაპარაცებმა კანიეს და ჯულიას მხურვალე ჩახუტება და კოცნაც აღბეჭდეს, ისინი ხელიხელჩაკიდებულები იდგნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები