LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გადაეცი, რომ მათ გავანადგურებ” – პუტინის მუქარა ზელენსკის

487
Untitled design (4)

რუსი ოლიგარქის, რომან აბრამოვიჩის მეშვეობით, ვლადიმირ პუტინი ვოლოდიმირ ზელენსკის მუქარას უგზავნის.

როგორც გამოცემა The Times წერს, პუტინი მხარეებს შორის ე.წ მომლაპარაკებელ აბრამოვიჩს გასულ ოთხშაბათს შეხვდა.

აბრამოვიჩმა რუსეთის პრეზიდენტს ზელენსკის წერილი გადასცა, რომელშიც იმ პირობებზე იყო საუბარი, რომლებსაც უკრაინა რუსეთს უყენებდა.

“ამ პირობების მოსმენის შემდეგ კი პუტინის თავდაპირველი პასუხი ცალსახა იყო – “გადაეცი, რომ მათ გავანადგურებ”, – წერს გამოცემა.

თაიმსის ცნობით, 23 მარტს დილით ოლიგარქის კერძო თვითმფრინავი ათათურქის აეროპორტიდან სოჭის მიმართულებით გაფრინდა. ქალაქ მინერალნი ვოდისთან თვითმფრინავმა რადარები გამორთო. იმავე დღეს, საღამოს კი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან თვითმფრინავი უკან, სტამბოლში დაბრუნდა.

შეგახსენებთ, სტამბოლში, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი მიმდინარეობს. შეხვედრას ესწრება რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩიც.

 

magti 5g