„რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჩინეთში ჩავიდა“, – ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ლავროვის თვითმფრინავი აღმოსავლეთით, ქალაქ ჰუანშანში დაეშვა.
მედიის ინფორმაციით, ლავროვი შეხვედრების სერიას დაესწრება, რომელსაც ჩინეთი მასპინძლობს.
