ზუგდიდში 2 პირი დააკავეს, რომლებიც მანქანის ქვეშ სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობის დამონტაჟებას ცდილობდნენ.
არსებული ინფორმაციით, მათი დაკავება ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ მოხდა. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
“ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236 მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით, რაც გულისხმობს: ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას.