დიდი ბრიტანეთის მკვიდრმა ატლანტის ოკეანე ნიჩბებიანი ნავით პირველივე მცდელობისას გადაკვეთა და ქალებს შორის მსოფლიო რეკორდი დაამყარა. საინფორმაციო სააგენტო GoodNewsNetwork-ის ინფორმაციით, ნავი 7 მეტრის სიგრძის იყო.
წარმოშობით ლონდონელ, 35 წლის ვიქტორია ევანსს 4,7 ათასი კილომეტრის გადასაცურად 40 დღე და 19 საათი დასჭირდა. ვიქტორიამ თავისი მოგზაურობა კანარის კუნძულებზე დაიწყო და ბარბადოსზე დაასრულა. წინა მსოფლიო რეკორდი 49 დღესა და 7 საათს მოიცავდა.
როგორც ცურვის დასრულების შემდეგ ბრიტანელმა განაცხადა, ასეთი ნაბიჯით სურდა დაემტკიცებინა რომ გოგონებისთვის შეუძლებელი არაფერია.
ევანსი იურისტად მუშაობს და აქამდე ცურვა არასდროს უცდია. ექსტრემალური მოგზაურობისთვის მზადება მან 3 წლის წინ დაიწყო. სპორტული მიღწევის დროს ბრიტანელმა ქველმოქმედებისთვის 24 ათასი ფუნტი სტერლინგის შეგროვებაც შეძლო.