ბრიტანელი მსახიობი, ოსკაროსანი ემა ტომპსონი ლონდონში, უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე იმყოფებოდა. მან აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ცნობილი უკრაინელი პოეტის, ტარას შევჩენკოს ლექსი ინგლისურად წაიკითხა.
აქცია ქალაქის მერის ორგანიზებით ჩატარდა. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა რუსეთის მიმართ სანქციების გამკაცრება იყო.