მსოფლიო ვარსკვლავთა გამოხმაურებებს რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ლეგენდარული მსახიობი, რობერტ დე ნირო ეხმიანება. მსახიობმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე „კემბრიჯის უნივერსიტეტის“ სტუდენტებთან შეხვედრის დროს ისაუბრა და განაცხადა:
„რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად მოქმედებაა საჭირო, ასეთი აგრესიის შესაჩერებლად რაღაც უნდა გავაკეთოთ. საშინელებაა, რომ არსებობს ბირთვული იარაღი, რომლითაც ადამიანებს ემუქრებიან. თუ თქვენ გამოიყენებთ მას, გარშემო აღარავინ იქნება. მე ვერ წარმომიდგენია, რომ სამყარო ამ მდგომარეობაში იყოს, რაღაც უნდა გავაკეთოთ, ალბათ უფრო მკაცრი პოზიციაა საჭირო, წარმოუდგენელია, რომ ჩვენი სამყარო შეიძლება ასეთად იქცეს“, – აცხადებს დე ნირო.
ფოტო: „გიგზავნით ჩვენს სიყვარულს და მხარდაჭერას“ – ლეგენდარული პოლ მაკკარტნი უკრაინას უჭერს მხარ
De Niro, this Sunday, in the Chamber! pic.twitter.com/9T6ffc2QNE
— The Cambridge Union (@cambridgeunion) February 25, 2022