LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მოუსმინე ჩემს გულს, ის ამბობს „უკრაინა”, ჩემი გული ცვლილებას ელოდება…“ – Scorpions-მა უკრაინას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუჭირა

167
page

ლეგენდარული როკ-ჯგიფი, Scorpions მსოფლიო ტურნეში იმყოფება. მორიგი კონცერტი სტოკჰოლმში გაიმართა. ბენდის ფრონტმენმა, კლაუს მაინემ ჰიტის, Wind Of Change-ის შესრულებისას სიტყვები შეცვალა და უკრაინას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა. ტექსტი მონიტორზეც გამოჩნდა. აღნიშნულმა ჟესტმა დიდი ოვაციები გამოიწვია. ცრემლები ვერ შეიკავა  თავად იმ პირმა, ვინც ვიდეოს იღებდა.

„მოუსმინე ჩემს გულს, ის ამბობს „უკრაინა”, ჩემი გული ცვლილებას ელოდება…“ – მღერის კლასი.

შეგახსენებთ,  კოლექტივის წევრებმა კონცერტის მსვლელობისას სიმღერის სიტყვები გასულ წელსაც შეცვალეს.

„გასეირნება მდინარე მოსკოვის ნაპირებზე გორკის პარკამდე“, ჩანაცვლდა სიტყვებით: „ახლა მოუსმინე ჩემს გულს, რომელიც ამბობს უკრაინას“.

ვიდეო: „მოუსმინე ჩემს გულს, რომელიც ამბობს უკრაინას“ – Scorpions-მა საკულტო სიმღერის, Winds of Change ტექსტი შეცვალა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები