LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან მინდა უკრაინაში წავიდე და იქ გადარჩენილებს დათოს მაგივრად ჩავეხუტო: დავით რატიანის დედა

264
1648126481_davit-ratianis-deda-1

უკრაინაში დაღუპული ქართველი გმირის, დავით რატიანის დედამ ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემაში მის შვილზე ისაუბრა.

„ქვეყნის სადარაჯოზე იყო და ბოლომდე ასე დარჩა.. არ ვიცი რა ვთქვა დათოზე. უბედური დედა ვარ.

16 მარტს ვესაუბრე ბოლოს, კარგად ვარ ნუ გეშინია, არაფერი მიჭირსო.

როცა მითხრა უკრაინაში უნდა წავიდე და არაფერი მითხრათო, მართლაც ვერაფერი ვუთხარი, ჩავულაგე და გავაცილე. ფრენა-ფრენით, სიხარულით წავიდა. ეხლა თუ არ წავედი არ შეიძლება, ჩვენი სამშობლოს ბედი იქ წყდებაო. აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომი გამოიარა. ავღანეთში თავისი მისიაც გაატარა და იქ ორი ადამიანი იხსნა სიკვდილისგან, ჯილდოც მიიღო ადამიანის გადარჩენისთვის.

ძალიან მინდა უკრაინაში წავიდე და იქ გადარჩენილებს ჩემი დათოს მაგივრად ჩავეხუტო“, – ამბობს დავით რატიანის დედა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g